loader

"უცნობის" ოჯახის საქმე შესასწავლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უცნობის" ოჯახის საქმე შესასწავლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა

მომღერალი "უცნობის" ოჯახის საქმე შესასწავლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. საგამოძიებო სამსახურში სწავლობენ, სად გაქრა ლილოში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი სამი შენობა.

2016 წლის ივლისში ეკონომიკის სამინისტრომ გიორგი გაჩეჩილაძის სიძის, გიორგი შარაშიძის, კომპანიას 326 ათას ლარად 13 ათას კვადრატულ მეტრამდე მიწა და ოთხი შენობა გადასცა. "უცნობის" ოჯახს მინა-პლასტიკის საწარმო უნდა აეშენებინა და 700 ათასი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა.

გაჩეჩილაძეებმა პირადობა დაარღვიეს, არც ფული გადაიხადეს და არც საწარმო ააშენეს, ამიტომ 2017 წლის ზაფხულში მათ ქონება ჩამოართვეს და სახელწმიფომ უკან დაიბრუნა. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ქონების მართვის სააგენტოსათვის გადაცემულ ტერიტორიაზე ისევ დგას 4 შენობა, მაგრამ რეალურად შენობები ზაფხულში აღარ იყო. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.