loader

მორიგი ტრაგიკული შემთხვევა მშენებლობაზე - ქუთაისში ორი მუშა დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მორიგი ტრაგიკული შემთხვევა მშენებლობაზე - ქუთაისში ორი მუშა დაიღუპა

ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დროს დაღუპული მუშები პროზექტურაში გადაასვენეს. ადგილობრივები უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ.

"სავარაუდოდ, უბედური შემთხვევა ამწევი ბაგირის (ტროსის) გაწყვეტის გამო მოხდა, თუმცა ადგილზე მოსულებს გვიჭირს იმის გარკვევა, თუ რა მოხდა რეალურად", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრებმა დეა მანაგაძემ.

მშენებლობას კომპანია "იბერია სტარ გრუპი" აწარმოებს. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

როგორც ცნობილია, უბედური შემთხვევის შედეგად ორი მუშა დღეს დაიღუპა.