loader

"არაფერი არ არისო, კაპილარი დაუზიანდაო" - 2 წლის ბავშვის გარდაცვალებაში დედა ექიმებს ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არაფერი არ არისო, კაპილარი დაუზიანდაო" - 2 წლის ბავშვის გარდაცვალებაში დედა ექიმებს ადანაშაულებს

ორი წლის ბავშვის გარდაცვალებაში დედა ექიმებს ადანაშაულებს. მოზარდი საავადმყოფოში ფილტვების ანთების დიაგნოზით გარდაიცვალა. ბავშვი კლინიკა "გლობალ-მედში" 22 დეკემბერს მოათავსეს. გარდაცვლილის მშობლები ჰყვებიან, რომ 2 წლის პაციენტს დიაგნოზი დროულად არ დაუსვეს და ექიმები უყურადღებობის გამო დანიშნულ მკურნალობასაც სწორად ვერ ასრულებდნენ.

"გლობალ-მედში" ამტკიცებენ, რომ მდგომარეობის გართულების მიუხედავად, ბავშვის გარდაცვალების საფრთხე არ არსებობდა. კლინიკაში პასუხისმგებლობას იხსნიან და ამბობენ, რომ ტრაგედია მეორე კლინიკის ექიმების უყურადღებობამ გამოიწვია.