loader

აფგან მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი გარდაცვლილები იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აფგან მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი გარდაცვლილები იპოვეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი ზაქათალაში, დღეს, დაახლოებით 14:00 საათზე საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. გარდაცვალება, სავარაუდოდ, გაზით მოწამვლას უკავშირდება.

ჟურნალისტის და - ნურანი ზეინალაბდინ ტაგიევის ქუჩაზე # 2-ში სახლს ქირაობდა. მასთან ერთად გარდაცვლილია მისი მცირეწლოვანი შვილი და ძმის - რამაზანის ასევე მცირეწლოვანი გოგონა. Mეყდან თV-ის მომხდარის შესახებ აფგან მუხთარლის ძმამ ელშანმა აცნობა.

"ისინი სახლს გაზქურით ათბობდნენ. ღამით ცეცხლი ჩაქრა, ძლიერი ქარი იყო.სახლში გაზი დაგროვდა", - განაცხადა მან.

მისი თქმით, ბინაში ნურანის კიდევ ერთი ბავშვი იყო, რომელიც გადარჩა. ელშანის განცხადებით, გარდაცვლილთა ცხედრები ექსპერტიზისთვის გადაასვენეს. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საგამოძიებო იზოლატორში მყოფი მუხთარლიც. მან ადვოკატ ელჩინ სადიხოვს სთხოვა, გაზეთ "ბასტაინფოს" რედაქტორს ეშუამდგომლა, რომ გარდაცვლილთა დაკრძალვის ცერემონიას დაასწრონ.