loader

"დღის პოზიტივი" - პატარა საყვარელი ბიჭუნა ანგელოზის ფორმით სამების ტაძარში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღის პოზიტივი" - პატარა საყვარელი ბიჭუნა ანგელოზის ფორმით სამების ტაძარში

თბილისში ტრადიციული საშობაო ალილო სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ალილო "ვარდების მოედნიდან" დაიწყო, რომლის მონაწილეებმაც რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტის შენობის წინ, თბილისის საკრებულოსთან და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიარეს. მათ საჩუქრად ტკბილეული დაურიგეს, რომელიც ბავშვთა სახლებში გადანაწილდება.

ტრადიციული მსვლელობა კოსტიუმირებული იყო, რომელიც მაცხოვრის შობის ღამეს განასახიერებდა. კოსტიუმირებულ მსვლელობაში მონაწილეობდნენ მოგვები, ქურუმები და მწყემსები, ასევე, სასულიერო პირები, სტიქაროსნები და მგალობლები.

ალილოს დასასრულ სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა გაიმართა.

ავტორი: ნიკა საჯაია