loader

მსახიობი გიორგი მახარაძე თურქეთიდან დაბრუნდა - რას წერს დედამისი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსახიობი გიორგი მახარაძე თურქეთიდან დაბრუნდა - რას წერს დედამისი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

მსახიობი გიორგი მახარაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოკვლევების ჩასატარებლად თურქეთში გაემზაგვრა, საქართველოში დაბრუნდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას "ფეისბუქზე" მსახიობის დედა თეონა ჩივაძე ავრცელებს.

"ჩემო კეთილო და საყვარელო ადამიანებო, ჩვენ უკვე თბილისში ვართ. თქვენი ძალისხმევითა და გვერდში დგომით მე იმედით სავსე მაინც ვერ ვახერხებ ის უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ, რასაც თქვენ იმსახურებთ. საკამათო არ არის რა არის დედისთვის შვილის ჯანმრთელობა. თქვენ კი შეძელით ჩემთვის ის გაგეკეთებინათ, რასაც მე მარტო ვერ შევძლებდი. მინ
და გადავუხადო მადლობა ქართველ ექიმებს, რომლებიც ოპერაციისა და დიაგნოზის დასმის შემდეგ მაიმედებდნენ, რომ ეს არ იყო დაუძლეველი დიაგნოზი, რომ ჩვენ შევძლებდით მის დამარცხებას. ამ იმედით გამოგვიშვეს თურქეთიდანაც.

მე მადლობას გიხდით თანადგომისა და მხადაჭერისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას: ქართველ და თურქ ექიმებს, გიორგის მეგობრებს, კეთილ ადამიანებს და ადამიანთა იმ ჯგუფებს, რომლების გიორგის გადასარჩენად გაერთიანდნენ და ჩვენი იმედითა და უკეთესის მოლოდინით აგვავსეს. მადლობა, რომ მაძლიერებთ და ასეთი დიდი სიყვარულით დაგვაჯილდოვეთ: მე, გიორგის დედა თეო ჩივაძე და, რა თქმა უნდა, გიორგი მახარაძე.

გილოცავთ შობის დამდეგ დღესასწაულს და არ დავიღლები თქვენთვის კეთილი სიტყვებისა და სურვილების გამოგზავნით. მ ა დ ლ ო ბ ა" - წერს თეონა ჩივაძე.

როგორც ცნობილია, გიორგი მახარაძეს ექიმებმა ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

გიორგი მახარაძის დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ "თიბისი" ბანკის ანგარიშზე: GE16TB7747845061100065

მიმღები: თეონა ჩივაძე (დედა)