loader

"კიდევ ერთი დაჭრილი და უფრო მეტი დანა" - ახალი დეტალები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კიდევ ერთი დაჭრილი და უფრო მეტი დანა" - ახალი დეტალები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში

ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეში კიდევ ერთი დაჭრილი მოზარდი ფიგურირებს, თუმცა გამოძიებას ჯერ არ დაუდგენია, ვინ დაჭრა მოზარდი. ამ ინფორმაციას ადვოკატი ეკატერინე მაჭარაშვილი ადასტურებს. დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ სასტიკი დანაშაული მხოლოდ ორ პირს არ ჩაუდენია.

ადვოკატი ამბობს, რომ სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირებისას იქ იყო იმაზე მეტი დანა, ვიდრე გამოძიებით არის დადგენილი და იმაზე მეტი პირი მონაწილეობდა, ვიდრე ბრალდებულის სკამზე ზის. დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ დანაშაული მხოლოდ ორ არასრულწლოვანს დააბრალეს. საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა იმართება. მხარეებმა საქმეში არსებული მტკიცებულებების დასაშვებულობაზე უნდა იმსჯელონ. მოზარდებს შორის მომხდარ სისხლიან გარჩევას 51-ე სკოლის ორი მოსწავლე ემსხვერპლა.