loader

როგორ ატყუებენ მევალეებს პრობლემური სესხის ამომღები კომპანიები? - რჩევა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ატყუებენ მევალეებს პრობლემური სესხის ამომღები კომპანიები? - რჩევა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოთ

ატყუებენ თუ არა პრობლემური სესხის ამომღები კომპანიები მევალეებს და ირღვევა თუ არა მომხმარებლის უფლებები? - საკითხზე პრობლემურ მსესხებელთა უფლებების დაცვის ასოციაციაში საუბრობენ. ალექსანდრე ადამიშვილის თქმით, სესხის ამომღები კომპანიები საერთო ბაზებს ქმნიან და მონაცემებს ცვლიან, რათა უფრო მეტი პირის იდენტიფიცირება შეძლონ და მეტ მსესხებელს დაუკავშირდნენ. მისივე განმარტებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ეს კომპანიები ფიქტიურ შეტყობინებებს აგზავნიან მსესხებლებთან, აღმასრულებლის სახელით უკავშირდებიან და ემუქრებიან.

პრობლემურ სესხზე მომუშავე ორგანიზაციების მხრიდან მესამე პირზე გამჟღავნებული ინფორმაციის გახშირებულ შემთხვევებზე საუბრობენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატშიც. იურისტი თათია კაჭარავა ამბობს, რომ ინსპექტორის მიერ მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე ხდება მსგავსი ფაქტების შესწავლა, ხოლო თუ ორგანიზაცია ვერ წარადგენს შესაბამის მტკიცებულებას ინფორმაციის გაცემის საჭიროების შესახებ, ამ შემთხვევაში ის ჯარიმდება.

ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლებს რეკომენდაციით მიმართავს ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე. მისი თქმით, მსესხებლები სიტყვიერ შეთანხმებას არ უნდა დასჯერდნენ და იურიდიულად უნდა გააფორმონ თანამშრომლობა ნებისმიერ ფინანსურ კომპანიასთან. პრობლემურ მსესხებელთა ზუსტი მონაცემები ამ დროისთვის არ არსებობს. როგორც მსესხებელთა უფლებების დაცვის ასოციაციაში ამბობენ, მათი რაოდენობა 800 ათასიდან ერთ მილიონამდეა.