loader

თოვლი და ძლიერი ქარი - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თოვლი და ძლიერი ქარი - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, სპეციალისტები კობი-გუდაურის მონაკვეთზე 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მეტეოროლოგიური პირობების გართულების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ნალექიანი ამინდი ნარჩუნდება. მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 13 იანვარს +4, +9 გრადუსია მოსალოდნელი. 14 იანვარს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოსა და დედაქალაქში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა 0, +5 გრადუსის ფარგლებში იქნება.