loader

"ყველას პატრონი იყო" - რას ჰყვებიან გენერალ ქუთათელაძეზე, რომელიც საკუთარ კაბინეტში ჩაცხრილული იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველას პატრონი იყო" - რას ჰყვებიან გენერალ ქუთათელაძეზე, რომელიც საკუთარ კაბინეტში ჩაცხრილული იპოვეს

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის, შპს "ერთობის" ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მოკლულია ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე, რომლის ცხედარიც სამუშაო კაბინეტში იპოვნეს. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღითაა ჩადენილი.

როგორც "პალიტრავიდეოს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) მუხლებითაა აღძრული.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

რას ჰყვებიან ბაზრობის თანამშრომლები გარდაცვლილზე - ნახეთ ფრაგმენტი "რუსთავი 2"-ის სიუჟეტიდან.

ასევე იხილეთ: რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე მოკლეს - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან