loader

"უშველებელი დანით მომარჯვებულმა ერთ-ერთი პრივილეგირებული ოჯახის შვილმა..." - ვის სახელს უკავშირდება "ბასიანის" ტერიტორიაზე მომხდარი "სისხლიანი გარჩევა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უშველებელი დანით მომარჯვებულმა ერთ-ერთი პრივილეგირებული ოჯახის შვილმა..." - ვის სახელს უკავშირდება "ბასიანის" ტერიტორიაზე მომხდარი "სისხლიანი გარჩევა"

თბილისში, კლუბ "ბასიანის" ტერიტორიაზე სამი პირის დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 13 იანვარს ბრალდებულმა თბილისში, ა. წერეთლის გამზირზე, კლუბ "ბასიანის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სამ პირს: ამავე კლუბის დაცვის უფროსს - 1979 წელს დაბადებულ ზ.მ.-ს, კლუბის დაცვის თანამშრომელს - 1993 წელს დაბადებულ ი.კ.-ს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს - 1976 წელს დაბადებულ თ.ს.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული თ.ქ. თბილისში დააკავეს. თ.ქ.-ს ბრალი წარედგინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე (117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და განზრახ ნაკლებად მძიმე (118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დაზიანებისთვის, აგრეთვე, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის. სსკ-ის 117-ე მუხლი სამიდან ექვს წლამდე, 118-ე მუხლი - ერთიდან სამ წლამდე, ხოლო 353-ე მუხლი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, კლუბ "ბასიანის" დაცვის თანამშრომლებისა და პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული, რომელიც სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა. იგი ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია. წაიკითხეთ სტატია

სპეციალური ბრიფინგი შსს-ში - არ დავუშვებთ პოლიციელებზე თავდამსხმელის დაუსჯელობას