loader

"ეს არსად გვინახავს" - ბარმენი მამაო, რომელსაც შეგიძლიათ სასულიერო საკითხებზე პირდაპირ ბარში ესაუბროთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს არსად გვინახავს" - ბარმენი მამაო, რომელსაც შეგიძლიათ სასულიერო საკითხებზე პირდაპირ ბარში ესაუბროთ

რუსეთში, ხაბაროსვსკში, კაფეში "ორი თევზი" აქცია სახელწოდებით: "მამაო ბარში" გაიმართა.

მღვდელმსახური ანდრეი დოლგოპოლოვი მომხმარებლებს ემსახურებოდა და მათთან სასულიერო თემებზე საუბრობდა.

"აქცია – "მამაო ბარში" – ეს არის მოწოდება ადამიანებისადმი, რომ არა მხოლოდ გემრიელად მიირთვან, არამედ დაიკმაყოფილონ თავისი სულიერი შიმშილი: გაესაუბრონ მოძღვარს არაფორმალურ გარემოში, დაუსვან მათთვის საინტეროსო კითხვები", – განაცხადა მამა ანდრეიმ.

კაფეში აღნიშნეს, რომ აქციის იდეა მოულოდნელად გაჩნდა, მაგრამ ამ ღონისძიების შედეგად ყველა კმაყოფილი დარჩა.

ამჯერად, აღნიშნული კაფე დიდი მარხვისთვის ორიგინალურ მენიუს ამზადებს.