loader

"რატომ მეხებიან მე, რატომ ეხებიან ჩემს ქონებას?!" - რას აპროტესტებენ მსახიობი თათული დოლიძე და ატენის ქუჩის სხვა მცხოვრებლები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რატომ მეხებიან მე, რატომ ეხებიან ჩემს ქონებას?!" - რას აპროტესტებენ მსახიობი თათული დოლიძე და ატენის ქუჩის სხვა მცხოვრებლები?

ატენის ქუჩის მოსახლეობა თბილისის მერს კახა კალაძეს საკითხის საბოლოო გარკვევამდე ამავე ქუჩის 19 ნომერში მიმდინარე მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მიმართავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ატენის ქუჩის მცხოვრებლებმა და მათმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს პრესკონფერენცია გამართეს.

დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, აღნიშნული მოთხოვნით ადმინისტრაციული საჩივარი თბილისის მერიაში დღეს შევა.

ატენის ქუჩის მოსახლეობა მოითხოვს, რომ საკითხის საბოლოო გარკვევამდე კახა კალაძემ ატენის ქუჩაზე მიმდინარე 27 - სართულიანი კორპუსის მშენებლობა შეაჩეროს და პროცესი სამართლებრივ ჭრილში მოექცეს.

ასევე იხილეთ: რას პასუხობს კახა კალაძე მსახიობების პროტესტს