loader

როგორ დასრულდა "ბახალას" მხარდამჭერი აქცია - კადრები უმონტაჟოდ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ დასრულდა "ბახალას" მხარდამჭერი აქცია - კადრები უმონტაჟოდ

რუსთაველის გამზირზე მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციამ მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი მომავალი აქციის დროს და ადგილს მოგვიანებით დააანონსებენ. რაც შეეხება დღევანდელ აქციას, მათი თქმით, ყველა ის მოთხოვნა დააფიქსირეს, რაც ნარკოპოლიტიკის ჰუმანურობას შეეხება.


აქციის ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს თავიანთი მოთხოვნები და გააპროტესტეს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ გადაიხედოს ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა და გახდეს უფრო ჰუმანური. ასევე, დაისაჯონ ის სამართალდამცველები, რომლებიც შემჩნეული არიან ნარკოტიკული საშუალებების ჩადებაში.

ავტორი: ნიკა საჯაია