loader

"პროკურორი იქნება თუ რომის პაპი, გზა უნდა დაუთმოს" - ცემაში ბრალდებული ამბობს, რომ შეურაცხყოფა პირველად პროკურორმა მიაყენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პროკურორი იქნება თუ რომის პაპი, გზა უნდა დაუთმოს" - ცემაში ბრალდებული ამბობს, რომ შეურაცხყოფა პირველად პროკურორმა მიაყენა

პირი, რომელმაც თბილისის პროკურორის მოადგილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ამბობს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა პირველად მას პროკურორმა მიაყენა და ხელი მოუქნია. თენგიზ გავაშელი მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე ადვოკატთან და მეუღლესთან ერთად მივიდა.

მისი თქმით, საპასუხოდ გიორგი გაბოძეს ხელი მანაც მოუქნია, თუმცა ვერ დაინახა, მოხვდა თუ არა ის პროკურორს. მისივე განცხადებით, ტაქსის, რომელშიც იგი მეუღლესთან და შვილთან ერთად იმყოფებოდა, გაბოძემ გზა არ დაუთმო. პროკურორი იქნება თუ რომის პაპი, გზა უნდა დაუთმოს, თუ მას ევალება - ასეთია ბრალდებულის ადვოკატის პოზიცია. მომხდარს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია იძიებს.