loader

"150 ქვეყანა ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს ქართულ ანბანს..." - საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა UNESCO-ს ნუსხაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"150 ქვეყანა ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს ქართულ ანბანს..." - საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა UNESCO-ს ნუსხაში

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ იგივე "იუნესკო"-მ არაერთხელ შეიტანა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა თავის ნუსხაში. UNESCO 1945 წლის 16 ნოემბერს დაარსდა. მისი შტაბ-ბინა პარიზში მდებარეობს, ამჟამად UNESCO-ს ჰყავს 195 წევრი და 9 ასოცირებული ქვეყანა.

"იუნესკოში, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ნუსხაში წარდგენის მთავარი არსი ის არის, რომ დღეს დარგი პრაქტიცირებულია. თუ რაღაც ტრადიცია არსებობდა, მაგრამ დაიკარგა, რაც არ უნდა უნიკალური იყოს, მისი წარდგენა შეუძლებელია, იმიტომ, რომ დღეს აღარ მოქმედებს." - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე. იხილეთ სრული სტატია