loader

"ყველაზე დიდი ქველმოქმედება, რაც მსოფლიოში გაკეთებულა, გააკეთა ჩვენმა ფონდმა" - პაატა ბურჭულაძის პირველი კომენტარი საქართველოში დაბრუნების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველაზე დიდი ქველმოქმედება, რაც მსოფლიოში გაკეთებულა, გააკეთა ჩვენმა ფონდმა" - პაატა ბურჭულაძის პირველი კომენტარი საქართველოში დაბრუნების შემდეგ

ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე სასამართლოში დღეს დაიკითხება. ბურჭულაძე პროკურატურის კითხვებს ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით უპასუხებს. მსოფლიო ბანი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და მზადაა, პროკურატურის კითხვებს პასუხები გასცეს. დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დაგეგმილი.

როგორც ცნობილია, საქმე ეხება ფონდ "იავნანას" თანხების გაფლანგვას, რაზეც პროკურატურამ ძიება ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე დაიწყო.