loader

"მთელი ძალით იბრძვის სიცოცხლისათვის" - გია მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთელი ძალით იბრძვის სიცოცხლისათვის" - გია მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

გია მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის პირად გვერდზე ვრცელდება:


"მოგესალმებით ყველას. გვინდა გაცნობოთ, რომ ბოლო დროს გიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. ის ამჟამად იმყოფება საავადმყოფოში და მთელი ძალით იბრძვის სიცოცხლისათვის. ის შემორტყმულია მისი ოჯახის წევრებით და თითოეულ მის გულშემატკივარს გადმოგცემთ უღრმეს მადლობას. თქვენი თანადგომა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამამხნევებელი, და რაც მთავარია, უზომო ენერგიის მიმცემი".


გია მაისაშვილი რამდენიმე წელია სიმსივნეს ებრძვის.