loader

საქართველო ლიდერთა სამეულში: როგორ გამოიმუშავებენ ჩვენს ქვეყანაში კრიპტოვალუტას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველო ლიდერთა სამეულში: როგორ გამოიმუშავებენ ჩვენს ქვეყანაში კრიპტოვალუტას

პირველი კრიპტოვალუტა, ბიტკოინი 2008 წელს იაპონელმა სატოში ნაკამოტომ შექმნა. კრიპტოვალუტა ელექტრონული ფულია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მათემატიკურ-კრიპტოგრაფიულ გამოთვლებზე დამყარებულ უწყვეტ ჯაჭვ ბლოკჩეინში ტრანზაქციები განახორციელოს.

კრიპტოვალუტა მხოლოდ ვირტუალურია, მას არც ბეჭდავენ და არც ფიზიკურად არსებობს. რომელიმე კრიპტოვალუტას, მაგალითად, ბიტკოინს, ალტკოინს, ანეთერიუმს ე.წ. მაინერები სპეციალური მოწყობილობების მეშვეობით მოიპოვებენ. რაც უფრო დიდია მოწყობილობის სიმძლავრე, მით უფრო ეფექტურია კრიპტოვალუტის მოპოვების პროცესი.

საქართველო კრიპტოვალუტის მომპოვებელი მაინერების რაოდენობით ჩინეთთან და აშშ-სთან ერთად მსოფლიო სამეულშია.


ავტორი: მარიამ მენაბდიშვილი
მონტაჟი: გელა ბერიანიძე


რა საფრთხეებს შეიცავს კრიპტოვალუტა