loader

"დამშვიდობებისას დამიტოვა "პილოტკა", მისი სურნელი ჰქონდა..." - რეპრესიების ცოცხალი გმირის მძიმე მოგონებები 730-დღიან გადასახლებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დამშვიდობებისას დამიტოვა "პილოტკა", მისი სურნელი ჰქონდა..." - რეპრესიების ცოცხალი გმირის მძიმე მოგონებები 730-დღიან გადასახლებაზე

30-იანი წლების რეპრესიებს უდანაშაულო ხალხი შეეწირა. მსხვერპლი ტყვიამ და ტყვიის გარეშე ნელმა სიკვდილმა იმსხვერპლა. ბევრს გაუსაძლისმა პირობებმა და წითლების დევნამ სიცოცხლე მოუსწრაფა. 81 წლის ბარამ ბარამიძის ოჯახის ისტორიაშიც ცოცხლდება კომინისტური საშინელებათა ე.წ. პოლიტიკური რეჟიმი. რეჟიმი, რომელსაც შიშის ფსევდოსახელმწიფო, საბჭოთა კავშირი ერქვა. ამ ისტორიას ცოცხალი გმირი ჰყავს. ბარამ ბარამიძემ გადასახლებაში ოჯახთან ერთად 730 დღე გაატარა. ყველაფერი პაპამისით დაიწყო.

ბარამიძეების ოჯახმა მთელი სიმძაფრით შეიგრძნო დახვრეტა, გაკულაკება, ქონების სრული კონფისკაცია, გადასახლება და მეორე მსოფლიო ომში ტყვედ ჩავარდნილი კაცის უფრო უარესი, საბჭოთა რეჟიმისთვის გადმოცემა. ბარამის პაპა გააკულაკეს, კონდიტერ კაცს სახლი ჩამოართვეს და ოჯახი საკონდიტროში ჩაასახლეს.


ტყვიის საფასურის სხვა სიუჟეტები იხილეთ "პალიტრანიუსზე"