loader

თბილისის მოსახლეობის 5% კრიპტოვალუტას ფლობს - "ეისითის" კვლევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის მოსახლეობის 5% კრიპტოვალუტას ფლობს - "ეისითის" კვლევა

ციფრულ ვალუტას დედაქალაქის მოსახლეობის 5% ფლობს. ამის შესახებ "ეისითის" კვლევაშია აღნიშნული. კვლევის თანახმად, კრიპტოვალუტის შესახებ თბილისის მოსახლეობის თითქმის ნახევარს, კერძოდ, 43%-ს სმენია. ამასთან, როგორც კვლევის შედეგებშია აღნიშნული, თბილისის მოსახლეობის იმ ნაწილიდან, ვისაც კრიპტოვალუტის შესახებ სმენია, 3%-ს მათი საშუალებით ვაჭრობის მიზნით ტრანზაქციაც შეუსრულებია, 2%-ს ვალუტა ონლაინშოპინგის მიზნით გამოუყენებია, 3%-ს კი გადარიცხვის ტრანზაქცია შეუსრულებია.

ცნობისთვის, კვლევა თბილისის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 წლის 12 თებერვლიდან 14 თებერვლის პერიოდში ჩატარდა.


ასევე დაგაინტერესებთ:


საქართველო ლიდერთა სამეულში: როგორ გამოიმუშავებენ ჩვენს ქვეყანაში კრიპტოვალუტას

კრიპტოვალუტების ყველაზე მდიდარი მფლობელები

რა საფრთხეებს შეიცავს კრიპტოვალუტა