loader

"კარი ჩაკეტა, კედელთან მიმაყენა და ცდილობდა ეკოცნა" - ქართველი ჟურნალისტი რუს დეპუტატს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კარი ჩაკეტა, კედელთან მიმაყენა და ცდილობდა ეკოცნა" - ქართველი ჟურნალისტი რუს დეპუტატს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ტელეკომპანია RTVI-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე, ტელეწამყვანი ეკატერინა კოტრიკაძე რუსეთის დუმის დეპუტატს ლეონიდ სლუცკის სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ჟურნალისტმა RTVI-ის ეთერში რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

დეპუტატის მხრიდან სექსუალურ შევიწროვებაზე, 22 თებერვალს, ტელეკომპანია Дождь-ის სიუჟეტში იყო ნათქვამი. ტელეკომპანიამ, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარტია ЛДПР-ის წარმომადგენლის მხრიდან სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი რამდენიმე ქალი ჟურნალისტი გახდა, რომლებიც რუსეთის დუმაში იყვნენ აკრედიტირებულნი. სწორედ ამ თემაზე კომენტირებისას აღნიშნა კოტრიკაძემ, რომ ბრალდებების სჯერა, რადგან თავად გახდა მსგავსი შემთხვევის მსხვერპლი.

კოტრიკაძემ გაიხსენა 2011 წელს მომხდარი შემთხვევა, როცა თბილისში, ტელეკომპანია "პიკში" მუშაობის პერიოდში, ინტერვიუს ჩასაწერად მოსკოვში გაემგზავრა.
"მე დავურეკე ბატონ სლუცკის რომ ინტერვიუზე შევთანხმებულიყავით, მან კი საკუთარ ოფისში მიმიწვია კამერების გარეშე, რომ განგვეხილა, რა საკითხებზე იქნებოდა ინტერვიუ. როცა მის ოფისში მივედი, კაბინეტში შემიყვანა, კარები ჩაკეტა და კედელთან მიმაყენა. შემდეგ ხელით მეხებოდა და ცდილობდა ეკოცნა... თავი დავაღწიე და გამოვიქეცი" - აღნიშნა კოტრიკაძემ.