loader

ღილაკზე ერთი დაჭერით გამოიძახეთ სამაშველო ჯგუფი, გაიგეთ აბონემენტის ფასები და ყველაფერი, რაც ქართულ სამთო კურორტებზე გაინტერესებთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ღილაკზე ერთი დაჭერით გამოიძახეთ სამაშველო ჯგუფი, გაიგეთ აბონემენტის ფასები და ყველაფერი, რაც ქართულ სამთო კურორტებზე გაინტერესებთ

"ტექნოპარკში" დღეს 4 სამთო კურორტისთვის შექმნილი აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა განაცხადა, აპლიკაციის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ისაა, რომ მომხმარებელს ღილაკზე ერთი დაჭერით სამაშველო ჯგუფის გამოძახება შეუძლია.

"მომხმარებელს ჩვენ ახალ ვებპლატფორმას ვთავაზობთ, რომელიც ავსტრიული კომპანიის მიერაა დამზადებული. ამ აპლიკაციაში ყველა ის ინფორმაციაა, რაც სამთო კურორტებზე ვიზიტორს სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ეს აპლიკაცია მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო კომპანიამ დაამზადა, რომელსაც მსოფლიოში დაახლოებით 2000 სამთო კურორტისთვის აქვს გაკეთებული ასეთი აპლიკაცია. ჩვენ იმ მრავალმილიონიან სათხილამურო სამყაროს შევუერთდით, რომელიც ამ აპლიკაციას მოიხმარს. აპლიკაციის მიზანია, ჩვენს სამთო-სათხილამურო კურორტებზე მომხმარებელმა თავი უფრო კომფორტულად იგრძნოს და სერვისი უფრო გაუმჯობესდეს", - განაცხადა ონოფრიშვილმა.