loader

პროდუქტი, რომელიც დაბერების პროცესს აფერხებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროდუქტი, რომელიც დაბერების პროცესს აფერხებს

ყველი არა მხოლოდ გემრიელი და სასარგებლო საკვები პროდუქტია, ის დაბერების პროცესსაც აფერხებს. ერთ-ერთი ექსპერიმენტის ფარგლებში სპეციალისტებმა ამ პროდუქტის კერძოდ, ობიანი ყველის გარკვეული შენაერთების ეფექტი შეამოწმეს. საუბარია სპერმიდინზე – ნაერთზე, რომელიც მნიშვნელოვნად უხანგრძლივებდა სიცოცხლეს ჭიებსა და ჭუპრებს.

როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, სპერმიდინი მნიშვნელოვნად ააქტივებს აუტოფაგიის პროცესს, რომლის წყალობითაც უჯრედები ტოქსინებისაგან იწმინდება და ინელებს თავის დაზიანებულ ნაწილებს. აუტოფაგია ერთმნიშვნელოვნად ზრდის უჯრედთა სიცოცხლის ხანგრძლივობას -აფერხებს დაბერების პროცესს.

სპეციალისტებმა 800 იტალიელი გამოკითხეს საკვები რაციონისა და მისი გავლენის შესაფასებლად. სპერმიდინის ინტენსიურად და რეგულარულად მომხმარებლებს დაბალი არტერიული წნევა აღმოაჩნდათ. მათთან გულის უკმარისობისა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების განვითარების რისკი 40 %-ით იყო დაქვეითებული.

კვლევებით ისიც დადასტურდა, რომ ყოველდღიურად 80 გრამი ცხიმიანი ყველის მიღება ზრდის "სასარგებლო ქოლესტერინის" დონეს. თურმე, ყველის მოყვარულთა ორგანიზმში იზრდება იმ ნივთიერებათა კონცენტრაცია, რომლებიც სწრაფ მეტაბოლიზმთანაა დაკავშირებული, შესაბამისად, ამ პირებთან მავნე ქოლესტერინის დონე დაკლებულია და სიმსუქნის რისკი დაქვეითებული.