loader

სად არის ქალზე ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში? - გაეროს კვლევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სად არის ქალზე ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში? - გაეროს კვლევა

ქალზე ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და სამცხე–ჯავახეთშია - ქალთა მიმართ ძალადობის ახალი ეროვნული კვლევის შედეგები გაეროს ქალთა ორგანიზაციამ წარმოადგინა.

კვლევის თანახმად, თბილისში ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის 4%, ფიზიკური - 8%, ემოციური -20, ნებისმიერი სახის - 20% ფიქსირდება. სამცხე-ჯავახეთში კი ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის - 1%, ფიზიკური - 7%, ემოციური -21%, ნებისმიერი სახის - 21% ფიქსირდება. კვლევამ აჩვენა, რომ ქალზე ძალადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გურიასა და აჭარაშია.

"ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 2017" გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ერთობლივად ჩაატარა. გამოკითხული ქალების 22%-ს და კაცების 31%-ს მიაჩნია, რომ ქალის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია.