loader

ექიმების მოთხოვნით, გიორგი მახარაძე ისევ თურქეთში გაემგზავრა - სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექიმების მოთხოვნით, გიორგი მახარაძე ისევ თურქეთში გაემგზავრა - სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა


მსახიობი გიორგი მახარაძე დღეს დილით თურქეთში გაემგზავრა. გიორგი თურქეთის კლინიკაში დედასთან, თეო ჩივაძესთან ერთად წავიდა. ინფორმაცია ამის თაობაზე სოციალურ ქსელში მისმა ნათესავმა, რეჟისორმა მარიკა ქაცარავამ გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მახარაძეს რამდენიმე თვის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მას თურქმა ექიმებმა ქიმიოთერაპიის კურსი დაუნიშნეს.

"რეიტინგი" მარიკა ქაცარავას დაუკავშირდა: "გიორგიმ ქიმიოთერაპიის ორი კურსი ჩაიტარა. თურქი ექიმების მოთხოვნით, ქიმიოთერაპიის კურსის დასრულების შემდეგ ის ისევ გაემგზავრა "აჩიბადემის" კლინიკაში.

თურქი ექიმები პირადად ნახავენ, რა შედეგი გამოიღო ქიმიოთერაპიამ და როგორ მიდის მკურნალობა".

წყარო