loader

"ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები დადგება" - დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურის ინციდენტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები დადგება" - დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურის ინციდენტზე

ელევატორის გაუმართაობა თუ უბედური შემთხვევა - გუდაურში მყოფი დამსვენებლები ამბობენ, რომ აშკარა იყო ელევატორის გაუმართაობა. თვითმხილველები საბაგიროზე მომხდარ შემთხვევასაც იხსენებენ. მათი თქმით, საბაგირომ მოულოდნელად უკან მოძრაობა დაიწყო. ჯერ ნელა მოძრაობდა, ხოლო შემდეგ სიჩქარე აკრიფა. "ყველამ გადმოხტომა დაიწყო. პანიკა და ჭყლეტა დაიწყო. ბევრი დაშავებული იყო", - ამბობენ დამსვენებლები.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი აცხადებს, რომ გუდაურის საბაგირო და მისი ყველა პარამეტრი შემოწმებული იყო, გერმანული კომპანია კი, რომელმაც კონსტრუქცია დაამონტაჟა, საკმაოდ ცნობილი და ავტორიტეტულია. ლევან ზაუტაშვილის თქმით, ელექტროენერგია რომ გათიშულიყო, ამ შემთხვევაში, მთლიანად საბაგირო გაჩერდებოდა და მსგავსი შედეგიც არ დადგებოდა. ადგილზე ჩავიდა ეკონომიკის მინისტრიც, რომელმაც აღნიშნა, რომ მომხდარის გამო ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები დადგება. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს და აუცილებლად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ის, ვინც მომხდარშია დამნაშავე.


იხილეთ ასევე:


რა გახდა გუდაურში მომხდარი შემთხვევის მიზეზი? - ფაქტზე გამოძიება დაიწყო

რომელი ქვეყნის მოქალაქეები დაშავდნენ გუდაურის საბაგიროზე მომხდარი ინციდენტის დროს

კადრებში ჩანს, როგორ ჩამოცვივდა ხალხი საბაგიროს ავარიულად გაჩერების დროს

უცხოელი ტურისტი გუდაურში მომხდარი ინციდენტის ამსახველ კადრებს ავრცელებს

წამები, როცა გუდაურში საბაგირო ავარიულად გაჩერდა - დაშავებულია 10 ადამიანი