loader

რა ვითარებაა ამჟამად გუდაურში, სადაც რამდენიმე საათის წინ, საბაგიროზე ავარია მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვითარებაა ამჟამად გუდაურში, სადაც რამდენიმე საათის წინ, საბაგიროზე ავარია მოხდა

ბოლო ინფორმაციით, გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 11-ს შეადგენს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, თავდაპირველად 8 ადამიანის დაშავების შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია, თუმცა მოგვიანებით სამედიცინო დახმარების ცენტრს სამმა პირმა მიმართა.

ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, თბილისში ამ დროისთვის გადაყვანილია 7 ადამიანი.


ასევე დაგაინტერესებთ:


რომელი ქვეყნის მოქალაქეები დაშავდნენ გუდაურის საბაგიროზე მომხდარი ინციდენტის დროს

კადრებში ჩანს, როგორ ჩამოცვივდა ხალხი საბაგიროს ავარიულად გაჩერების დროს

წამები, როცა გუდაურში საბაგირო ავარიულად გაჩერდა - დაშავებულია 10 ადამიანი