loader

"რუსთავი 2"-თან მომხდარი ინციდენტის გამო ლადო სადღობელაშვილს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რუსთავი 2"-თან მომხდარი ინციდენტის გამო ლადო სადღობელაშვილს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან მომხდარი ინციდენტის გამო 5 პირი სისხლის სამართლის წესით დააკავა, - ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს.

"2018 წლის 19 მარტს, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით "ქართული მარშის" წევრები: მ.ა. ვ.ს. ი.დ. გ.ო. და ლ. ნ. დაკავებულები არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ). დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით - მიმდინარეობს მოწმეთა და თვითმხილველთა დაკითხვა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და რეაგირებას მოახდენს ძალადობის თითოეულ ფაქტზე, მიუხედავად ძალადობის მოტივისა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


ასევე დაგაინტერესებთ:


"იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშვა..." - გიორგი გაბუნიას სიტყვა, რასაც "რუსთავი 2"-თან "ქართული მარშის" დაპირისპირება მოჰყვა

"საყურეებს მოგაძრობ... გადმოდი მანქანიდან, გადმოდი" - "ქართული მარშის" წევრები გიორგი გაბუნიას მანქანასთან შეძახილებითა და სიგნალებით მიუცვივდნენ