loader

ვინც ცხედარი ნახა, ამბობენ, რომ სასტიკად ნაწამებია - რა არის ცნობილი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინც ცხედარი ნახა, ამბობენ, რომ სასტიკად ნაწამებია - რა არის ცნობილი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე

სოფელ წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში ცოტა ხნის წინ ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული მივიდა. მათ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახსა და ნათესავებს სამძიმარი გამოუცხადეს.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი "წითელი ჯვრის" ჩართულობით ცხინვალიდან გუშინ გადმოასვენეს.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წუხელ, გვიან საღამოს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზის შემდეგ არჩილ ტატუნაშვილი წილკანში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.


ასევე დაგაინტერესებთ:

მძიმე კადრები - ტატუნაშვილის ცხედარი საკუთარ სახლში გადაასვენეს

საჭიროების შემთხვევაში ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზაში საერთაშორისო ექსპერტებიც ჩაერევიან - ქეთევან ციხელაშვილი