loader

0.1133 გრამი კანაფისა და 6 აბი MDMA-სთვის 29 წლის ახალგაზრდა 8 წლით დააპატიმრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

0.1133 გრამი კანაფისა და 6 აბი MDMA-სთვის 29 წლის ახალგაზრდა 8 წლით დააპატიმრეს

0.1133 გრამი კანაფისა და 6 აბი MDMA-სთვის 28 წლის მამუკა ბერძენიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქმის მასალების თანახმად, წარსულში ნარკოდანაშაულისათვის მსჯავრდებულმა მერაბ ბერძენიშვილმა პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის პირობებში, 2017 წლის 29 ივნისს, ახალი დანაშაული ჩაიდინა.

საქმეში არსებული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ამასთანავე, ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული ქმედება. შეგახსენებთ, რომ 5 მარტს ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადავადდა.