loader

ინფორმაცია სტუდენტებისთვის! - პროექტი "ისწავლე და იმუშავე" მონაწილეების მიღებას იწყებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინფორმაცია სტუდენტებისთვის! - პროექტი "ისწავლე და იმუშავე" მონაწილეების მიღებას იწყებს

დროა, აღმოაჩინო მეტი შესაძლებლობა... "პალიტრა მედიის" პროექტი "ისწავლე და იმუშავე" მონაწილეების მიღებას აცხადებს!

პროექტის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან შემდეგ თემებს:

თანამედროვე ტენდენციები მარკეტინგში;
გაყიდვები
პრეზენტაციების და საჯარო გამოსვლის ტექნიკები;
თვითმენეჯმენტი და დროის მართვა;
ეფექტური კომუნიკაცია

პროექტის დასრულების შემდეგ წარმატებული მონაწილეები დასაქმდებიან "პალიტრა მედია ჰოლდინგის" შვილობილ კომპანიებში.

იმისათვის რომ პროექტში ჩაერთო, აუცილებელია:

უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი (ნებისმიერი სპეციალიზაციით)
კომუნიკაბელურობა და მიზანდასახულობა;
განვითარების სურვილი;
სიახლეებისადმი ღიაობა.

გახდი პროექტის მონაწილე, გამოგვიგზავნე რეზიუმე მისამართზე: career@palitra.ge ან მოგვწერე "ფეისბუქგვერდზე": Palitra.jobs. განაცხადის მიღების ბოლო ვადა არის 15 აპრილი, 2018 წელი.

პროექტი "ისწავლე და იმუშავე" "პალიტრა მედია ჰოლდინგის" სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უკვე მე-4 წელია ხორციელდება. პროექტის მიზანია სტუდენტური დასაქმების ხელშეწყობა. პროექტი სრულად ფინანსდება "პალიტრა მედია ჰოლდინგის" მიერ.

დაიწყე კარიერა ჩვენთან!