loader

კახეთში ავარიის დროს ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახეთში ავარიის დროს ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა

კახეთში ავარიის დროს ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, თელავი-ყვარელის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის დროს მანქანაში მყოფებმა მძიმე დაზიანებები მიიღეს, მათ შორის ერთი 11 წლის მოზარდია. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინი დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, პაციენტებს, დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვთ მიღებული და ამ ეტაპზე პირველადი გამოკვლევა უტარდებათ. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.