loader

როგორია ზუგდიდში, პოლიეთილენის პარკში ნაპოვნი ახალშობილის მდგომარეობა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია ზუგდიდში, პოლიეთილენის პარკში ნაპოვნი ახალშობილის მდგომარეობა?

ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ახალშობილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის, სულხან ორჟონიას ინფორმაციით, კლინიკაში ჩვილი შაბათს, დღის პირველ ნახევარში შეიყვანეს და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ორჟონიას თქმით, ჩვილს დაბალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და სისხლში ჟანგბადის დეფიციტი ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, ახალშობილი პოლიეთილენის პარკში იყო მოთავსებული და ღობეზე ეკიდა.