loader

გახსოვთ, საოცარი ისტორია ქართულ ანბანზე შეყვარებული ნიუ-იორკელი ლექტორის შესახებ? წელს ევან სიგელი საქართველოს ესტუმრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გახსოვთ, საოცარი ისტორია ქართულ ანბანზე შეყვარებული ნიუ-იორკელი ლექტორის შესახებ? წელს ევან სიგელი საქართველოს ესტუმრა

"ნიუ-იორკის მეტრო თავგადასავლებითაა სავსე. დღეს შემთხვევით მამაკაცს მივუჯექი გვერდზე, რომელსაც მუზეუმის მიმართულება შევეკითხე. მოკლე საუბრის შემდეგ ჩემ ტელეფონში ტექსტებს მიაქცია ყურადღება და აჟიტირებულმა მკითხა: "ქართველი ხარ?"

გაკვირვებულმა შევხედე, არც ქართველს გავდა აშკარად და არც რომელიმე საბჭოთა ქვეყნის წარმომადგენელს. კი-თქო ვუპასუხე. მუხლზე გადაშლილი წიგნი ამოატრიალა და რა დავინახე - ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ გამოცემული საკმაოდ ძველი ქართული გრამატიკის წიგნი. წამიკითხე-თქო, ჩემდა გასაოცრად ფანტასტიურად წაიკითხა.

ეს ადამიანი არის ევან სიგელი, ლექტორი, სპარსოლოგი, რომელიც ახლა ქართულს ეუფლება. ქართულ ისტორიას და კულტურას კარგად იცნობს, ასევე გეგმაში აქვს საქართველოს მონახულება. ამ ამბავმა დღე გამიხალისა, სასიამოვნოა, როცა შენს პატარა სამშობლოზე ამხელა ვეებერთელა ქვეყანაში შეხვდები უხოელ ადამიანს, რომელმაც ბევრ ქართველზე უკეთ იცის საქართველოს ისტორია და კულტურა" - წერდა გვანცა არჩვაძე.

გახსოვთ, ეს საოცარი ისტორია ქართულ ანბანზე შეყვარებული ნიუ-იორკელი ლექტორის შესახებ, რომელიც ქართულმა ინტერნეტ-საზოგადოებამ 2015 წელს შეიტყო? წელს ევან სიგელი საქართველოს ესტუმრა.


ავტორი: ნანა მღებრიშვილი