loader

"10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" - პროექტის ფარგლებში ბრმა დეგუსტაციები იმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" - პროექტის ფარგლებში ბრმა დეგუსტაციები იმართება

"10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" - პროექტის ფარგლებში, 2 დღის განმავლობაში ბრმა დეგუსტაციები იმართება.
ქართული ღვინის 10 რჩეული სახეობა უკვე ცნობილია, ახლა კი ამ სახეობების მწარმოებელი საუკეთესო კომპანიების გამოვლენის პროცესი მიმდინარეობს. პროექტში "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" მონაწილეობა 40-მდე ღვინის კომპანიამ მიიღო. პროექტის ორგანიზატორების განმარტებით, დეგუსტაციისა და კომპანიების გამოვლენის პროცესის დასრულებისთანავე, დაიწყება პროექტის პრომოუშენი და მალე ბაზარზე გამოჩნდება 10 ქართული ღვინოც, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ. საუკეთესო ღვინოებით სასაჩუქრე, საკოლექციო და ტურისტული 5-5-ბოთლიანი შეფუთვა შეიქმნება და ფართო გაყიდვაში ჩაეშვება. უნიკალურ პროექტს "პალიტრა მედია" ახორციელებს.