loader

"სასაცილოა ეს?! შე მართლა..." - ხელჩართული ჩხუბი და გინება პარლამენტში, ერთმანეთს გია გაჩეჩილაძე და გიორგი ვაშაძე დაუპირისპირდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სასაცილოა ეს?! შე მართლა..." - ხელჩართული ჩხუბი და გინება პარლამენტში, ერთმანეთს გია გაჩეჩილაძე და გიორგი ვაშაძე დაუპირისპირდნენ

პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე და პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას. მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და უცენზურო სიტყვებით მიმართეს. მათი გაშველება მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს მოუხდათ.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დაბა კაზრეთში შექმნილ ვითარებას განიხილავენ და ამ საკითხზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს უსმენენ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გია გაჩეჩილაძემ კაზრეთში შექმნილ მდგომარეობაზე, მათ შორის, ყოფილი ხელისუფლების პერიოდში იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტილებების მიღების გამო დაადანაშაულა. გაჩეჩილაძის განცხადებას ვაშაძის უკმაყოფილება მოჰყვა, რის შემდეგადაც ვითარება დაიძაბა.