loader

საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში 43000 მცირეწლოვანი და 4099 ჩვილი ცხოვრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში 43000 მცირეწლოვანი და 4099 ჩვილი ცხოვრობს

საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში 43000 მცირეწლოვანი და 4099 ჩვილი ცხოვრობს. მლიანად კი ქვეყანაში არასათანადო პირობებში 150 186 ბავშვია, ისინი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ და მათი ოჯახები სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას იღებენ. ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში. დოკუმენტში წერია, რომ "ბავშვთა ცხოვრების არასათანადო დონე კვლავ უმთავრესი პრობლემაა. 2017 წელს სახელმწიფო ზრუნვაში ჩართული ბავშვების 11% ბიოლოგიური ოჯახიდან სიღარიბის და ცხოვრების არასათანადო პირობების გამო გაიყვანეს. 749 საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ არასრულწლოვნების საცხოვრებელი პირობები ხშირად საფრთხის შემცველია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, სახელმწიფოს ნაბიჯები კი დაგვიანებული და უშედეგოა. სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველებს რამდენიმე ჯგუფად ყოფს. ყველაზე გაჭირვებული ოჯახები არიან: თუ არ აქვთ სახლი, იხდიან ქირას, თუ ოჯახის არც ერთ წევრს არ აქვს შემოსავალი, ხეხილი და მიწის ნაკვეთი.