loader

ქობულეთთან საავტომობილო გზაზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქობულეთთან საავტომობილო გზაზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ქობულეთში, სოფელ კვირიკესთან დამაკავშირებელ გზაზე მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი მოძრაობის დროს აალდა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით გულისხმობს.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.


ავტორი: მარიკო კეკელიძე