loader

"10 წელი მუშაობდა" - მინდელის შახტაში დაღუპულის ბიძა გარდაცვლილის ტანსაცმლით გამოვიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"10 წელი მუშაობდა" - მინდელის შახტაში დაღუპულის ბიძა გარდაცვლილის ტანსაცმლით გამოვიდა

ტყიბულში, უბედური შემთხვევის ადგილიდან, ცხედრების გამოსაყვანად მინდელის შახტის სამთო მაშველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები მუშაობენ.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე იმყოფებიან იმერეთის სამხარეო სამაშველო ჯგუფები, ასევე, თბილისის სამაშველო ბაზიდან ტყიბულში უკვე გაემართა სამთო მაშველების 14-კაციანი ჯგუფი.

ტყიბულში, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ჩამონგრევის დროს, ამავე შახტაში მყოფმა სამთო ოსტატმა - 1963 წელს დაბადებულმა გ. ნ.-მ, სამთო მუშებმა: 1981 წელს დაბადებულმა ი. კ.-მ და 1963 წელს დაბადებულმა მ. ა.-მ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.


ასევე დაგაინტერესებთ: 

გარდაცვლილი მაღაროელის და: "ჩემო ერთადერთო..." - მძიმე კადრები ტყიბულის შახტიდან, სადაც 6 ადამიანი დაიღუპა

მინდელის შახტაში 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა - პირველი კადრები ადგილიდან


ავტორი: გიორგი სულაძე