loader

"მამა დამეღუპა და მე ვარჩენდი ოჯახს... საჭის გარეშე ვერ ვძლებ" - გაიცანით 62 წლის მარგალიტა ნაროუშვილი, რომელიც 12 წელია ავტობუსს მართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მამა დამეღუპა და მე ვარჩენდი ოჯახს... საჭის გარეშე ვერ ვძლებ" - გაიცანით 62 წლის მარგალიტა ნაროუშვილი, რომელიც 12 წელია ავტობუსს მართავს

სამუშაო დღეს 6 საათზე იწყებს. პასუხისმგებლობა დიდია, თითქმის 16 საათის განმავლობაში მგზავრებით გადატვირთული 121 ნომერი ავტობუსი უნდა მართოს. მარშრუტი ასეთია: დიდუბის სადგურიდან ზაჰესამდე და პირიქით. რთული სამუშაოს მიუხედავად, 36-წლიან პრაქტიკაში ერთი ავტოსაგზაო შემთხვევაც კი არ მოსვლია.

მარგალიტა ნაროუშვილი 62 წლისაა, ცხოვრების ნახევარზე მეტი კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვაში გაატარა. მიაჩნია, რომ მისი სამუშაო რამდენადაც საპასუხისმგებლო, იმდენად საპატიოა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ერთადერთი ქალი იყო, რომელიც თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტს მართავდა.

მისი ავტომობილებით დაინტერესების ისტორია ბავშვობიდან იწყება. მამა ავტოსკოლის დირექტორი იყო, ავტომობილის მართვა მარგალიტას სწორედ მან ასწავლა. წაიკითხეთ სრული სტატია allnews.ge-ზე.



ავტორი: მარიამ მენაბდიშვილი