loader

პეკინის ქუჩასა და აღმაშენებლის გამზირზე კომერციული უძრავი ქონების ფასები შემცირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პეკინის ქუჩასა და აღმაშენებლის გამზირზე კომერციული უძრავი ქონების ფასები შემცირდა

2017 წელს, წინა წელთან შედარებით, კომერციული უძრავი ქონების სექტორში თანამედროვე სავაჭრო ცენტრების მიწოდება 10%-ით გაიზარდა და ჯამში 276 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ავრცელებს.

რაც შეეხება კომერციულად აქტიურ ქუჩებს, კვლევის თანახმად, პეკინის ქუჩასა და აღმაშენებლის გამზირზე ფასები შესაბამისად, 5% და 10%-ით შემცირდა. რუსთაველის გამზირზე კი - 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა. კვლევა, რომელიც სასტუმრო, საცალო, საოფისე, საცხოვრებელი, სასაწყობე/ინდუსტრიული და გასართობი უძრავი ქონების სექტორების მიმოხილვას მოიცავს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დაკვეთით, Colliers International Georgia-მ ჩაატარა.