loader

სრული განუკითხაობა იოსებიძის ქუჩაზე - მოძრაობის მიმართულების ცვლილებას ქაოსი მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სრული განუკითხაობა იოსებიძის ქუჩაზე - მოძრაობის მიმართულების ცვლილებას ქაოსი მოჰყვა

3 აპრილიდან ქუთათელის, იოსებიძის და კალანდაძის მონაკვეთზე მოძრაობის ახალი სქემა ამოქმედდა. კერძოდ: ქუთათელის ქუჩაზე ავტომობილები შარტავასა და ხვიჩიას ქუჩებიდან მოხვდებიან, საიდანაც მოძრაობას იოსებიძეზე განაგრძობენ.

ავტომობილები კალანდაძისა და იოსებიძის ქუჩების გზაჯვარედინზე გადაადგილებას მარცხნივ - პეკინის გამზირისკენ, ან პირდაპირ - კვლავ იოსებიძის ქუჩაზე შეძლებენ.

ამ ცვლილებისა და საგზაო ნიშნების განთავსების მიუხედავად, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილები დარღვევით, ორმხრივად მოძრაობენ, რაც იწვევს საავარიო სიტუაციას ან მოძრაობის შეფერხებას.

გზის ამ მონაკვეტს არ აკონტროლებს საპატრულო პოლიცია.

ავტორი: ნიკა საჯაია