loader

უნგრელების მიერ შესრულებული ქართული საგალობელი, რომლითაც გიორგი კვირიკაშვილი უნგრეთის პრემიერს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უნგრელების მიერ შესრულებული ქართული საგალობელი, რომლითაც გიორგი კვირიკაშვილი უნგრეთის პრემიერს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. კვირიკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს ვიდეოს, სადაც უნგრელი მომღერლები ქართულ საგალობელს ასრულებენ.

"დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობა და ორმხრივი კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება.

ქართული საგალობლის უნგრელი მომღერლების მიერ ასეთი პროფესიონალიზმით შესრულება ნამდვილად არის ჩვენს ერებს შორის არსებული მჭიდრო მეგობრობის სიმბოლო", - წერს გიორგი კვირიკაშვილი.