loader

ოპოზიციის ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი სანკტ-პეტერბურგის მერიის მაღალჩინოსნის დაცვის უფროსად მუშაობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოპოზიციის ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი სანკტ-პეტერბურგის მერიის მაღალჩინოსნის დაცვის უფროსად მუშაობს

"ევროპული საქართველოს" წევრის, ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი სანკტ-პეტერბურგის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დაცვის უფროსად მუშაობს.

როგორც ნადირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამის თაობაზე სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც სუს-ის ანგარიშს განიხილავდნენ, მან კითხვა დაუსვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილს, თუმცა, ვინაიდან სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, მის პასუხს ვერ გაახმოვანებს.