loader

რუსთავის N6 დაწესებულების ყოფილი დირექტორი და მისი მოადგილე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავის N6 დაწესებულების ყოფილი დირექტორი და მისი მოადგილე დააკავეს

პროკურატურამ 2012 წლამდე პერიოდში, პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის N6 დაწესებულების ყოფილი დირექტორი, მისი ყოფილი მოადგილე და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი დააკავა, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, დაკავებულ პირებს ბრალდება უკვე წარედგინათ და საგამოძიებო უწყებამ სასამართლოს მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართა.