loader

25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული მამინაცვალი, დაცვის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული მამინაცვალი, დაცვის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი იყო

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დაცვის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი იყო. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ბრალდებული დაცვის პოლიციაში 1991-1992 წლებში მუშაობდა. თუმცა შემდეგ სამსახური დაატოვებინეს და შსს-ს სტრუქტურებში აღარ უმუშავია.

მოკლულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მკვლელობაში ბრალდებული ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი იყო. გარდაცვლილის ბებიის მერი გობაძის განცხადებით, ყოფილი სიძე მეუღლეზე ძალადობდა, სცემდა და განქორწინების შემდეგ, შვილის მოკვლით ემუქრებოდა.

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე გუშინ ახალგაზრდა ქალი მოკლეს. შინგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყება 13 აპრილს ვაკეში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.


თემასთან დაკავშირებით ასევე იხილეთ:

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალი სოფელში გადაასვენეს - მკვლელს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ

"როგორ იკადრა, რომ შვილებს დედის სიკვდილი აყურებინა, არ ვაპატიებ" - ბარნოვზე მოკლული გოგოს ოჯახი კონფლიქტის დეტალებზე და მკვლელის წარულზე საუბრობს

უახლესი ინფორმაცია ბარნოვზე მომხდარ საზარელ მკვლელობაზე - "შიგნით, რომ შევედით საშინელება ხდებოდა"