loader

ყველაფერი, რაც 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შესახებ არის ცნობილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველაფერი, რაც 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შესახებ არის ცნობილი

13 აპრილს ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს, 14 აპრილს, თელეთში დააკავეს.

1972 წელს დაბადებულ ბაქრაძეს წარსულში ნასამართლეობა უკვე ჰქონდა. 2015 წელს იგი მეუღლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მან ნათელა გაბოძეს თავის არეში ქვით დაზიანებები მიაყენა. აღნიშნული დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ვეფხია ბაქრაძემ სასჯელაღსრულების სამინისტროს, პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედ კომისიას, ე.წ. უდოს 6-ჯერ მიმართა შეწყალების თხოვნით, თუმცა ექვსივეჯერ უარი ეთქვა. მიუხედავად ამისა, მან მაინც დატოვა საპატიმრო დაწესებულება. 2017 წლის 25 მაისს ბაქრაძეს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 13 აპრილს ვეფხია ბაქრაძემ ნათელა გაბოძის შვილი (პირველი ქორწინებიდან), 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა. მამაკაცმა ახალგაზრდა ქალს ყელი გამოსჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ცნობითვე, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე მოკლული და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და მამინაცვლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს. პოლიციამ ორდერი გამოწერა. თამარ გამრეკელაშვილმა პირადი საქმეების გამო პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა, მალევე კი პოლიციაში შეტყობინება შევიდა თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის შესახებ.

ვეფხია ბაქრაძეს ბრალი 11 პრიმა 109-ე მუხლით წარედგინა, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მას 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, დაკავებულია ის პირიც, ვისთანაც სავარაუდოდ ბრალდებული იმალებოდა.



ავტორი: ნარიტა ჩხაიძე


იხილეთ ასევე: "მე დავწერე, შეიწყალეთ ვეფხვია ბაქრაძე" - ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ქალის დედა

"30 მარტს მოვუწერე ხელი ქორწინებაზე, იძულებით" - ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ქალის დედა

"3 და 6 წლის ბავშვებს დედის დაკვლა აყურებინა... მაგას სამუდამო უნდა" - ბარნოვის ქუჩაზე სასტიკად მოკლული 25 წლის გოგონას ბებია

"სულ ჩემი შვილის მოკვლით მემუქრებოდა, უნდა გაგამწაროო" - ბარნოვზე მოკლული 25 წლის გოგონას დედის პირველი კომენტარი

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - სპეცოპერაციის ვიდეოკადრები