loader

ფოტორეპორტაჟი სასამართლოდან: 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს პატიმრობა შეეფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფოტორეპორტაჟი სასამართლოდან: 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს პატიმრობა შეეფარდა

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დღესვე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა თემურ ბაქრაძეს, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული. შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს, ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოსჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს მოკლულის მამინაცვალი ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ფოტოგრაფი: გიორგი ჟამერაშვილი


იხილეთ ასევე: ყველაფერი, რაც 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შესახებ არის ცნობილი