loader

გამოძიება ვეფხია ბაქრაძის კვალზე თეიმურაზ ბაქრაძის მესიჯით გავიდა - დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულის ადვოკატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გამოძიება ვეფხია ბაქრაძის კვალზე თეიმურაზ ბაქრაძის მესიჯით გავიდა - დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულის ადვოკატი

ფაქტობრივად, გამოძიება ვეფხია ბაქრაძის კვალზე თეიმურაზ ბაქრაძის მესიჯით გავიდა, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თეიმურაზ ბაქრაძის ადვოკატმა ოთარ ხურციძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, თეიმურაზ ბაქრაძეს ვეფხია ბაქრაძის დასახმარებლად, ფაქტობრივად, არაფერი გაუკეთებია.

"ადამიანი, რომელიც კანონთან არანაირ კონფლიქტში არ ყოფილა და პოლიციის შენობაშიც კი არ არის ნამყოფი, ვერ მოვიდა აზრზე მას შემდეგ, რაც გაიგო მომხდარი. ერთადერთი, რაც მოიმოქმედა, მან მესიჯი მისწერა ვეფხია ბაქრაძის დას, რომ "აქ არის". ფაქტობრივად, გამოძიება კვალზე მესიჯით გავიდა.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ფაქტობრივად, არაფერი გაუკეთებია ვეფხია ბაქრაძის დასახმარებლად. დახმარება რომ სდომებოდა, შეეძლო სადმე გადაემალა. თელეთში უამრავი მიტოვებული სახლია".


იხილეთ ასევე: ყველაფერი, რაც 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შესახებ არის ცნობილი

ფოტორეპორტაჟი სასამართლოდან: 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს პატიმრობა შეეფარდა